დმანისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

დმანისის სოფელ იფნარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოჯახის ორი წევრი, ბაბუა და შვილიშვილი.

როგორც ცნობილი ხდება, ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა,  შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შვილიშვილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.