პროსტესტს რუსთავის რესტორანიც შეუერთდა

რესტორნების რიცხვი, რომლებიც დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ და მიტანის სერვისს გათიშავენ, 206-მდე გაიზარდა.

აქციას შეურთდა რუსთავში მდებარე კაფე „ასკილიც“.

რესტორატორები შეზღუდვის მოხსნას და მუშაობის უფლებას ითხოვენ.

მათი განცხადებით , ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს რომ აღნიშნული სექტორის განადგურების შემთხვევაში, ეს არა მხოლოდ მათი, არამედ სახელმწიფოს პრობლემაც იქნება. საბოლოო შედეგი კი იმ 250 000 ადამიანის სამსახურში დაბრუნებაა რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ..