ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისის ქუჩაზე. მსუბუქი ავტომობილი ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა, რის შედეგადაც მილი დაზიანდა, ბუნებრივმა აირმა კი გაჟონვა დაიწყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები.
როგორც კომპანია სოკარის წარმომადგენელმა ტვ4-თან საუბარში აღნიშნა, ბუნებრივი აირის მიწოდება მინიმუმ ხვალ საღამომდე შეუწყდება თბილისის ქუჩის, ცურტაველის, ვაჟა-ფშაველას,ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მეგობრობისა და ვახუშტის ქუჩებს, ასევე სავარაუდოდ მე-6 და მე-7 მიკრო რაიონებს.









