თბილისში ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.