ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

ამასთან, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის ვეფხია ოდიშარიას განცხადებით, საპატრიარქოში ამ დრომდე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.