მესხიშვილის ქუჩაზე, “ლიბრეს” ფილიალში შეჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში Tv4-ს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, გუშინ ღამის საათებში, მაღაზიათა ქსელ “ლიბრეს” ფილიალში ორი მამაკაცი შეიჭრა. TV4-ის ინფორმაციით, ორი მამაკაცი პირადი ანგარიშსწორების მიზნით, მოლარე კონსულტანტს ფიზიკურად გაუსწორდა. მაღაზიიდან თანხა წაღებული არ არის.