მსოფლიო ბანკი მზადაა საქართველოს ვაქცინის შემოტანაში დაეხმაროს

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებსა და ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, Covid-19-ის გადაუდებელი დახმარების პროექტის ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის, განსაკუთრებით კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების აღჭურვის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს როგორც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, ისე პანდემიაზე ეფექტური რეაგირების თვალსაზრისით.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან საქართველოს დაეხმარონ ვაქცინის შემოტანაშიც.

„მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს. მოგაწოდეთ 2, 5 მილიონი ტესტი და სასუნთქი აპარატები. მზად ვართ საქართველოს ვაქცინაციის შემოტანაშიც დავეხმაროთ. გარდა ამისა, ჩვენ ახალ პროექტსაც ვგეგმავთ, რომლის ფარგლებშიც გვსურს მცირე და საშუალო ბიზნეს დავეხმაროთ“.- აცხადებს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი.