მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. ერთმანეთს ორო მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. TV4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, “ბე-ემ-ვეს” მარკის მანქანა, გაჩერებულ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.