კომენდანტის საათის დროს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და “ლექსუსის” ფირმის ჯიპი ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.