რა შეზღუდვების მოხსნა იგეგმება 16 იანვრიდან?

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 26 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში გამკაცრებული ძირითადი შეზღუდვები 16 იანვრამდეა ძალაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 16 იანვრის შემდეგ შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხი არ განიხილება.

შესაბამისად, 16 იანვრიდან 31 იანვრამდე სავაჭრო ობიექტების, ასევე ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა შაბათ-კვირის გარდა კვლავ აღდგება.

ქვეყნის მასშტაბით მუშაობას იწყებს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ინფორმაციისთვის, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით ან ტაქსით გადაადგილება.