საპროტესტო აქცია ფონიჭალაში: მოსახლეობამ გზა გადაკეტა

აქცია თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ ავტობანზე – ფონიჭალაში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. 

აქციის მონაწილეების თქმით, 1 200-მდე ოჯახს ფონიჭალაში, უკვე რამდენიმე დღია ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მოსახლეობა ადგილზე შესაბამისი სამსახურის მისვლას ითხოვდა.

რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის. მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა და თბილისისკენ მიმავალ ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

პოლიციამ ვითარება მალევე განმუხტა. საავტომობილო გზა ფონიჭალაში, ამ დროისთვის გახსნილია და ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
  

ადგილზე პოლიცია არის მობილიზებული.