სესხები ფიტნეს ცენტრებსაც დაუსუბსიდირდებათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სესხები ფიტნეს-ცენტრებსაც დაუსუბსიდირდება.

აღნიშნულმა ბიზნესმა სუბსიდირება ჯერ კიდევ გასულ წელს მოითხოვა. 25 იანვარს, ფიტნეს ცენტრების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და საქართველოს მთავრობას გახსნის ნაცვლად ხელშეწყობა კიდევ ერთხელ სთხოვეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი მძიმე ფინანსურ პირობებში ამოქმედებას ვერ შეძლებენ, თუ სახელწიფო ფინანსურ მხარდაჭერას არ აღმოუჩენს.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სპორტ დარბაზებს “აწარმოე საქართველოს “ სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩართავენ, თუმცა როგორ განხორციელდება აღნიშნული პროგრამა მინისტრს არ დაუკონკრეტებია.