ალავერდის საკათედრო ტაძარში შობის სადღესასწაულო მსახურება ღამისთევით ჩატარდება. მანამდე კი სასულიერო პირებსა და სტიქაროსნებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ. ტესტირების ჩატარება სურვილისამებრ, მრევლსაც შეეძლება.
თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
მონაზონი მარიამის თქმით, რომელმაც COVID 19-ზე ტესტი უკვე ჩაიტარა, ტაძარში მისული მრევლისთვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვიზიარებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ამიტომ მივიღეთ შემოთავაზება ჯანდაცვის ცენტრიდან, დავთანმდით და ეპარქიაში მყოფი ყველა ადამიანი ნებაყოფლობით ჩაიტარებს ტესტირებას“, – განაცხადა მონაზონმა მარიამმა.
კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში დაწესებული რეკომენდაციის მიხედვით, ალავერდის ეპარქიის მასშტაბით ხვალ ალილოს მსვლელობა არ ჩატარდებაა.