აპლიკაცია STOP COVID გაუქმდა

STOP COVID აპლიკაცია, რომლის საფასურმაც 412 116 ლარი შეადგინა, გაუქმდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

“აპლიკაცია STOP COVID-ის სარგებლობის ვადა დასრულდა 2021 წლის 20 იანვარს და მოხდა მისი დეაქტივაცია, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღო სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადეს უწყებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა.

2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, აპლიკაცია 400 ათასამდე მომხმარებელს ჰქონდა ჩამოტვირთული.

 

ინფორმაციას on.ge ავრცელებს.