ბოლნისის „სიონი“ ახალი გუნდის მშენებლობას იწყებს

ბოლნისის „სიონი“ ახალი გუნდის მშენებლობას იწყებს, ამაზე გუნდის მიერ გავრცელებული ცნობები მეტყველებს – ბოლნისელები უკვე 11 მოთამაშეს, ანუ ერთ სრულ შემადგენლობას შეელივნენ.

ცნობილი გახდა, რომ „სიონი“ დატოვეს გამოცდილმა მეკარე მიშა მუჯრიშვილმა, თორნიკე ჯანგიძემ, თამაზ ბაბუნაძემ, გიორგი ნარიმანიძემ, ბექა ნიკოლაშვილმა და გულვერდ თომაშვილმა.

ბოლნისელები წამყვან ნახევარმცველს, ზვიად სიხარულიასაც შეელივნენ, რომელიც „სიონის“ ღირსებას ოთხი სეზონის განმავლობაში იცავდა და ამ პერიოდში გუნდის მაისურით 15 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში 28 წლის ნახევარმცველმა 17 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ გუნდმა გამოაცხადა, რომ „სიონი“ დატოვეს დავით საჯაიამ, ვასიკო გოგოლიძემ, ზურა ღირდალაძემ და ვაჟა ომაშვილმა. ჯერჯერობით, უცნობია, მათ ნაცვლად გუნდი ვის მიიწვევს.