გაბუნია კორონავირუსის შემთხვევებზე: შეზღუდვების ფონზე შედეგი პოზიტიურია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით შეზღუდვებამდე Covid-19-ის მაჩვენებელი ორჯერ უფრო მაღალი იყო, ამიტომ არსებული ციფრები მიუთითებს რომ შეზღუდვებმა შედეგი მოიტანა.

“შეზღუდვებამდე ეს მაჩვენებელი ორჯერ უფრო მაღალი იყო და ეს მიუთითებს იმაზე, რომ შეზღუდვებისა და მობილობის შემცირების ფონზე შედეგი მნიშვნელოვნად პოზიტიურია”, — განაცხადა გაბუნიამ.

5 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 382, ხოლო გარდაიცვალა — 18.