გარდაბნის მერია მრავალბინიანი სახლების გადახურვით სამუშაოებზე ტენდერს აცხადებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ თელეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვით სამუშაოებზე ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.

სოფელ თელეთში 9 ერთეული ბინის სახურავის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უზრუნველყოფს.

სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიუჯეტიდან 515`818 ლარი გამოყო.

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=384045&lang=ge