გარდაბანში ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპი დასკვნით ფაზაშია

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე-გიორგი შინჯიკაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 

 

გარდაბნიც მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხუთი სოფლის-მარტყოფის, ნორიოს, ახალსოფლის, ახალი სამგორისა და ვაზიანის წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპი, დასკვნით ფაზაშია. სათავე ნაგებობაზე უკვე დასრულდა, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და საქლორატორო სისტემის მშენებლობა, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სადრენაჟე სისტემების მოწყობა. ასევე, დასრულებულია სოფლებში სასმელი წყლის შემკრები ავზების მშენებლობის პროცესიც. უახლოეს, პერიოდში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპზე, რაც სოფლების შიდა დაქსელვისა და 35 000 ათასი აბონენტის გამრიცხველიანებას მოიცავს.

მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, სოფელ მუღანლოში მიმდინარე ცენტრალური გზის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. სამშენებლო სამუშაობის ფარგლებში ადგილზე 2 კილომეტრი სიგრძის ასფალტის საფარი ეწყობა.