გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, გზების მშენებლობაზე ელექტრონულ ტენდერს აცხადებს

გზების სამშენებლო სამუშაოები, ქ.გარდაბანში-გორკის ქუჩაზე, სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე, სოფელ მარტყოფში,კრწანისში, ახალწყალსა და ქვემო თელეთში კი შიდა ქუჩებზე განხორციელდება.

სამშენებლო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2`487`305.00 ლარი გამოიყო.

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=383895&lang=ge

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოფელ ახალსოფლის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს განხორციელდება.

ასევე, სოფელ სართიჭალაში (#7; #8; #17; #18; #20 ქუჩები; #2 ქუჩის გზის დაბოლოება; #12 მე-2 შესახვევი; #14 I და II მონაკვეთი) სრულად რეაბილიტირდება. სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2`238`546.00ლ ლარი გამოიყო.