გახარია ჰარისს: თქვენი არჩევა შთამბეჭდავი გზავნილია მსოფლიოსთვის

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისს თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ მისი არჩევა გზავნილის მთელი მსოფლიოსთვის.

“თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, დღეს ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე შეუძლია ნებისმიერი მიზნის მიღწევა. 2020 წლის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტების ძალა და სიმტკიცე”, — წერს გახარია.

პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ საქართველო რეგიონსა თუ მის საზღვრებს გარეთ ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული და მტკიცე მოკავშირეა.

“ბოლო ათწლეულებში საქართველო დემოკრატიული ღირებულებებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის ბრძოლის ავანგარდში იმყოფება, დგას რა ამერიკელი მებრძოლების გვერდით მსოფლიოს ცხელ წერტილებში. საქართველო ამაყობს ღირებული პარტნიორის სტატუსით შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას”, — აღნიშნულია წერილში.

პრემიერმინისტრმა მისალოცი წერილი გაუგზავნა პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსაც.