თბილისში მცირეწლოვანი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადავარდა

თბილისში, გლდანის რაიონში საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან მცირეწლოვანი გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.