დაჭრა გარდაბანში – 26 წლის მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს ბრალდებული, ის დაზარალებულის ნაცნობია და ადგილიდან იყო მიმალული. შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში მოხდა.
კონკრეტულად, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ეს ადგილობრივებმა არ იციან.
გამოძიების ინფორმაციით, მიხეილ მირზოიანმა გიორგი ჯაჭვაძეს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, თუმცა ადგილობრივების თქმით, მათ ხმაური არ გაუგიათ და ფაქტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოჩნდნენ.
დაშავებული რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება ბრალდებულს, ის სამართალდამცავებმა დააკავეს.
საქმეზე გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.