2021 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში 19 სოფელი 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ტატუაშვილის განცხადებით, პროექტი 9000-მდე ადამიანს გაუუმჯობესებს ცხოვრების პირობებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში განხორციელდება მაგისტრალური წყალსადენისა და სასმელი წყლის რეზერვუარების სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები.