თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთში, აბელიანში და ხოპისში მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იგეგმება.მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
პროექტები მრავალწლიანია და სამუშაოები 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ჯამური ღირებულება 4 მილიონ 500 000 ლარს აღემატება. თეთრიწყაროში იგეგმება სოფელ ჯორჯიაშვილში და მარაბდაში მდებარე საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაც.