იაგო ხვიჩია: მზად ვარ „ქართულ ოცნებას“, ნაცმოძრაობას“ და სხვა პარტიებს შევხვდე

ბოლო იმედი არის, რომ ქართული ოპოზიცია და ხელისუფლება „ენდიაის“ დასკვნამ მოიყვანოს აზრზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ამასთან, როგორც ხვიჩია ამბობს, მზად არის, „ქართულ ოცნებას“, ნაცმოძრაობას“ და სხვა პარტიებს შეხვდეს.

„ამ დასკვნის მიხედვით ხალხი, 80 პროცენტი პარლამენტში შესვლას ითხოვს, ოპოზიციის 65 პროცენტი. „ნაციონალური მოძრაობა“ და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი, ასევე ხელისუფლება ამ ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

მიხეილ სააკაშვილი თავის პარტიას ქუჩაში ტოვებს და 36 ადამიანი, რომელიც პარლამენტის წევრია, წინააღმდეგობას საერთოდ არ უწევს იმას, რომ ქუჩაში უნდა ისხდნენ, მაშინ როდესაც, მთელი მოსახლეობის ინტერესია პარლამენტში შესვლა. „ქართული ოცნების“ გეგმა იყო, რომ ოპოზიცია პარლამენტში შეეყვანათ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამ არჩევნების შედეგად, სამწუხაროდ, გამარჯვებული პარტიაა. ჩემი აზრით, ისინი არ იმსახურებდნენ, რომ ქართველმა ხალხმა ამხელა ნდობა მიანიჭა, რადგან მათ ეს მანდატები, ფაქტია, ფეხებზე ჰკიდიათ.

ამბობენ, რომ ქართული პარლამენტარიზმი უნდა დაასრულონ, ანუ, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი დავა ქართველ ხალხს პარლამენტარიზმის დაკარგვად დაგვიჯდა. ჩემი ამოცნაა, ადამიანებს, როგორც კორონაისტეერის დროს ვამბობდი და არავინ მიჯერებდა, რომ ასე ქცევა არ შეიძლება და დღეს ცხადი გახდა, რომ სწორი ვიყავით. ახლაც გვინდა, დავაფიქსიროთ სწორი პოზიცია. ქართველო ხალხო, ამ სიგიჟესთან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყეს და რასაც ქართული პარლამენტარიზმის გაქრობა ჰქვია, ჩვენ, „გირჩი“ არაფერ შუაში ვართ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არ მომხდარიყო. ყველა პოლიტიკურ აქტორს რამდენჯერმე შევხვდით, არ გვიჯერებენ. შესაძლოა, რამდენიმე დღეში გადაწყდეს, რომ ჩვენ 30-წლიანი მონაპოვარი დავკარგეთ. მინდა, იცოდეთ, რომ „გირჩი“ ამასთან არაფერ შუაში არ არის. მთელი ეს პროცესი, რაც მოხდება, იმის გამო, რომ პოლიტიკოსები რაღაცაზე ვერ შევთანხმდით, რა კრიზისებიც გაძლიერდება, ჩვენ ბრალს ნუ დაგვდებთ, ვიბრძოდით, მაგრამ იმ მანდატების რაოდენობით, რაც გვაქვს, ამის მიღწევა, სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა.

ჩვენი პარტნიორების პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ოპოზიცია რაღაც თვალსაზრისით აზრზე უნდა მოვიდეს, აქცენტები გადატანილია ოპოზიციის არაკორექტულ პოზიციებზე, ჩემი აზრით, ეს უნდა გავითვალისწინოთ. ახლა ვჩქმალავთ, ვემიჯნები ამ პროცესს, უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს, პატარა პარტია ვართ, ვერ გადავარჩენთ პარლამენტარიზმს და ვერ შევალთ შენობაში, რომელიც რეალურად, პარლამენტი არ იქნება. ხელისუფლების არაკონსტრუქციულობა იგრძნობა იმაშიც რომ, საგანგებო სხდომას ნიშნავენ იმისთვის რომ, ოპოზიციას მანდატები ჩაუხსნან, გეგონება, სადმე გაიქცეოდნენ. იმედი არ გვაქვს, რადგან ოპოზიცია, რომელიც ასე იქცევა, საკუთარ თავს და ამომრჩეველს არ სცემს პატივს, რევოლუციას ამბობენ და 60 იმუნიტეტიან ადამიანზე ამბობენ უარს. წარმოიდგინეთ, აბჯარს ვიხსნით და ვაბარებთ ხელისუფლებას და გვინდა, უაბჯროდ რევოლუცია. მგონია, რომ ეს ბრიყვული ტაქტიკაა და ცხოვრებაში ბრიყვების იმედი არ მქონია და ვცდილობ, ამ პროცესს გავემიჯნო და ქართველ ხალხს ვსთხოვო, ამ სულელ ხალხში არ აგერიოთ. მზად ვარ, „ქართულ ოცნებასაც“, ნაცმოძრაობასაც და სხვა პარტიებსაც შევხვდე. ზოგადად, ასეთი შეხვედრებისთვის დახურული შეხვედრები სჯობს, მედიამაც რომ არ იცოდეს. იქნება ეს საჯარო სივრცე, თუნდაც თქვენი ეთერი, ან არასაჯაროდ, საიდუმლოდ შევხვდებით, ოღონდ საქმის გაკეთება უნდოდეთ ამ შეხვედრის დროს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.