იდეების კონკურსი ქვემო ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

ორბელიანის ფონდი 18-29 წლის ახალგაზრდებისთვის იდეების კონკურსს აცხადებს. პროექტში ქვემო ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტის – ბოლნისის, დმანისის, მარნეულისა და გარდაბნის ახალგაზრდები ჩაერთვებიან.

პროგრამა მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში ეკოლოგიის, ტრანსპორტის, განათლების მიმართულებით პრობლემების გადაჭრას.

მოხალისეები იმ რესურსების შესაძენად მიიღებენ თანხას, რომელიც მათი ინიციატივის განსახორციელებლად იქნება საჭირო.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია “ორბელიანი საქართველოს” მიერ “ახალი აზროვნების ინსტიტუტთან” პარტნიორობით გაეროს განვითარების პროგრამის, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.