ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომას ესწრებიან თავად ბრალდებულებიც.

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების პროცესზე პროკურატურა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. დაცვის მხარე  დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს ბრალი რამდენიმე დღის წინ დაუზუსტდათ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.