დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იანვრის განმავლობაში ქვეყანაში ყოველდღიურად 20 000 ტესტი გაკეთდეს.
”რაც მეტს გამოვავლენთ და, რაც მთავარია, რაც მეტს გამოვავლენთ უსიმპტომოს და ნაკლებადსიმპტომიანს, მით უფრო კარგად შევხვდებით იმ პერიოდს, როცა ქვეყანა გაიხსნება და მოიხსნება არსებული შეზღუდვები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ
მისივე თქმით, ამ დროისთვის სწრაფი ტესტის ჩატარება უსიმპტომო ადამიანსაც შეუძლია.
“ძალით ძნელია ვიღაცა მიიყვანო და გატესტო, დღეს ქვეყანაში აბსოლუტურად რეალური შესაძლებლობაა და გაგვიკეთებია, იყო ხოო, 20-21 000 ტესტი დღეში ჩატარებულა პრობლემების გარეშე. დღესაც შეგვიძლია ამდენი ტესტის ჩატარება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.