ინდონეზიაში ძლიერ მიწისძვრას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ბიძგებს ემსხვერპლა 42 ადამიანი.დაშავებულია 637 პირი.

6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 14 იანვარს დაფიქსირდა და 7 წამის განმავლობაში გაგრძელდა.