აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენები ქვეყნისთვის შეურაცხყოფისა და სირცხვილის მომენტად მოიხსენია და არეულობაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა.
“ისტორია სამართლიანად გაიხსენებს კაპიტოლიუმში დღევანდელ ძალადობას, როგორც დიდი შეურაცხყოფისა და სირცხვილის მომენტს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის მიერ არის პროვოცირებული. ის აგრძელებდა უსაფუძვლო ტყუილს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. თავებს მოვიტყუებთ, თუ ვიტყვით, რომ ეს სრული მოულოდნელობა იყო”, — განაცხადა ობამამ თავის მიმართვაში.
კაპიტოლიუმში ტრამპის მომხრეების შეჭრა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტებმა გააკრიტიკეს — ჯორჯს ბუშმა, ბილ კლინტონმა და ჯიმი კარტერმა.
6 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან მიმდინარე ტრამპის მხარდამჭერების აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ბარიერი გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. კონგრესში ევაკუაცია გამოცხადდა, ქალაქში კი კომენდანტის საათი.
შეწყდა სხდომა, რომელზეც არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. სწორედ ამას აპროტესტებდნენ ტრამპის მხარდამჭერები.