კლინიკა “რუსთავში” კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა

კლინიკა “რუსთავში” კორონავირუსით ინფიცირებული 73 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ TV4-ს კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში 24 დეკემბრიდან მკურნალობდა. გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

ინფორმაციისთვის, ახალი წლის დღეებში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 3 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.