კოვიდ 19-ის შემდგომი დაავადება საქართველოში დაფიქსირდა

ახალი სინდრომი MIS-C საქართველოშიც დაფიქსირდა. კოვიდ 19-ის შემდგომი დაავადება ბავშვებში რამდენიმე ორგანოს დაზიანებით ვლინდება და ძირითად შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

მულტისისტემური ანთებითი სინდრომი კორონავირუსის გადატანიდან 1-დან 6 კვირამდე ვლინდება.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, მკურნალობაში პედიატრები, ნერვოლოგები და ნეფროლოგები უნდა ჩაერთვნენ.

“ეს არის მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ითვლება კორონავირუსის გართულებად – ეს გართულება, შეიძლება, გამოვლინდეს დაავადების მიმდინარეობის მწვავე პერიოდში, მაგრამ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის შემდეგ. მკურნალობაში ჩართული უნდა იყოს არამხოლოდ პედიატრი, არამედ ნერვოლოგი, რადგან ეს აზიანებს ნერვულ სისტემასაც და ნეფროლოგი, რადგან, შეიძლება, დაზიანდეს საშარდე სისტემაც,”-აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.