კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა.

“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 603 პირი ემსხვერპლა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 417 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 469 პირი.