კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 469 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 229 169 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 220 442 გამოჯანმრთელდა, 2 603 კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 2 795 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 1 868, PCR ტესტით – 927.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 386 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 209, ხოლო კოვიდსასტუმროში – 840.