ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ავტოსაგზაო შემთხვევას ლაგოდეხში ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ხანდაზმული მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.  დაშავებულებს ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.