ლეონიძეზე გიორგი დოინჯაშვილის ბიუსტი გაიხსნა

ლეონიძის ქუჩაზე რუსთაველი სპორტსმენის გიორგი დოინჯაშვილის ბიუსტი გაიხსნა.

ჩემპიონის საცხოვრებელ სახლთან რეკრეაციული სივრცე და სპორტსმენის ბიუსტი ოჯახის წევრებისა და მისი მეგობრების ჩართულობით მოეწყო.

ბიუსტის ავტორი რუსთაველი მოქანდაკე ლაშა გოჩიტაშვილია. ინფორმაციისთვის, სპორტსმენი 2019 წელს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველი სპორტსმენი ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი იყო.