არქიმანდრიტმა გიორგი გურჩიანმა საშობაო ეპისტოლეს დაგვიანების მიზეზი ახსნა და განაცხადა, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო და საშობაო ეპისტოლე იბეჭდება და მალე გამოქვეყნდება.
შობას ტაძრებში რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშრებით კი , არქიმანდრიტმა განაცხადა:
“ეკლესია ზრუნავს სულის ცხონებაზე და ხელისუფლება ფიზიკურ ჯანმრთელობაზე”.
მისივე თქმით, ყველაზე მეტად ეკლესია არის დაინტერესებული იმით, რომ ერი სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი იყოს.
“ჩვენ ვიცავთ ყველაფერს შეძლებისდაგვარად. ყველაზე მეტად ეკლესია არის დაინტერესებული იმით, რომ ჯანმრთელი იყოს ერი სულიერად და ფიზიკურადაც”,- განაცხადა არქიმანდრიტმა გიორგი გურჩიანმა.