მარნეულის მერის მესამე მოადგილედ კენან ომაროვი დაინიშნა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მესამე მოადგილედ კენან ომაროვი დაინიშნა.

ომაროვი წლების განმავლობაში მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ხელმძღვანელობდა. იგი მერის მოადგილის პოზიციაზე მოვალეობის შესრულებას 1-ლი თებერვლიდან შეუდგება.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს საგანმანათლებლო რესურსცენტრს.