მე-8 საჯარო სკოლის ღობის ნაწილი განზრახ დააზიანეს

მე-8 საჯარო სკოლაში სკოლის ღობის ნაწილი განზრახ დააზიანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

როგორც ინფორმაციაში წერია, ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოყვება სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან.   

“ძალიან სამწუხაროა, როცა სამოქალაქო თვითშეგნება მინიმუმამდეა დასული და მსგავს ფაქტებს ვაწყდებით. აკაკი წერეთლის სახელობის რუსთავის მე-8 საჯარო სკოლის ღობის ნაწილი განზრახაა დაზიანებული. მსგავს ფაქტებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოყვება სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან. 
მოვუწოდებთ ყველას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ იმ ყველაფერს, რაც მათთვის, მათი შვილებისა და ზოგადად, ქალაქის საკეთილდღეოდ კეთდება.”-წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.