სახალხო დამცველი ბათუმში, აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფის ფაქტს გამოეხმაურა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ ჯდება.
„გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“ – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს, 23 იანვარს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს.
დეკემბერში ირაკლი ჩავლეიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა გადაწყვიტა. პარტიის დატოვების მიზეზად მან ბოიკოტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია დაასახელა.