ოთხ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

PCR ტესტების საფუძველზე სამოქალაქო კლინიკაში მყოფ მე-15, მე-17 და მე-8 პენიტენციური დაწესებულების ოთხ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთ-ერთი მათგანი მე-8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გადაყვანილი ახალდაკავებული ბრალდებულია და მას ამავე დაწესებულების სხვა პატიმრებთან კონტაქტი არ ჰქონია. ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გავრცელა.

მათივე ცნობით, PCR ტესტი 46 პატიმარს ჩაუტარდა, ამ ეტაპზე ყველა ინფიცირებული პირის მდგომარეობა სტაბილურია და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ.

რაც შეეხება ინფიცირებული პირების კონტაქტებს, პენიტენციურის ინფორმაციით, ისინი სწრაფი ანტიგენის ტესტით შეამოწმეს და ყველა პასუხი უარყოფითი იყო.