პაპ ფრანცისკეს კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს მის წინამორბედს, ბენედიქტსაც.
პაპი ფრანცისკე 84 წლისაა, ხოლო მისი წინამორბედი – 93 წლის. ასაკის გამო ორივე რისკჯგუფშია.
ინფორმაციისთვის, გასულ კვირას რომის პაპმა განაცხადა, რომ ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს.
გასულ 24 საათში ვატიკანში კორონავირუსით ინფიცირების 37 შემთხვევა დადასტურდა.