პარლამენტის რიგგარეშე სხდომების გამართვა 4-5 იანვრიდან იგეგმება

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომების გამართვა 4-5 იანვარს იგეგმება. სხდომების ფარგლებში იგეგმება „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა, ასევე „საგადასახდო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების განხილვა, რომელიც პანდემიის პირობებში შეღავათების დაწესებას გულისხმობს.

ამასთან, შესაძლოა, დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე დელეგაციების დაკომპლექტების საკითხზეც იმსჯელონ.