Update: საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ მედიას პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურა, ამბობს, რომ არაზუსტი ინფრმაცია გაავრცელა.
მისი თქმით, თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია და ვირუსი ჯერ არ დადასტურებია.
ამასთან, ინფორმაციას რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, არ ადასტურებს ილია მეორის პირადი ექიმი ცისანა შარტავაც.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, რასაც ასევე, გავრცელებეული ინფორმაციით, საპატრიარქოს პრესსამსახურში ადასტურებდნენ.