სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვინც ილია II-სთან იმყოფება, ყოველ მესამე დღეს ტესტირებას ექვემდებარება.
„დაკვირვების ქვეშ ბრძანდება და თუ საჭირო იქნება, შესთავაზებენ ტესტირებას. მაგრამ, ამ ეტაპზე, ეს არ მოხდა. რეგულაციებს, რაც ქვეყანაში მოქმედებს ჩვენ ვითვალისწინებთ ძალიან ზედმიწევნით და ვცდილობთ, რომ დაცული იყოს სიტუაცია. ჩვენთან არის მასობრივი ტესტირება, საპატრიარქოში შეზღუდულია შემსვლელთა რაოდენობა და ხდება ტესტირება სწრაფი ტესტით, ანტიგენზე და მხოლოდ ტესტირების საფუძველზე ხდება ნებართვის გაცემა შესვლა-არშესვლაზე. თუ ვინმე გადის საპატრიარქოდან, რომ ბრუნდება, ისევ უტარდება ტესტი.
ვინც იმყოფება პატრიარქთან, ექვემდებარება ყოველ მესამე დღეს ტესტირებას. ჩვენი ეპიდემიოლოგები, თქვენ იცით, მაღალ პროფესიონალები არიან და მათთან თანამშრომლობით ვაგვარებთ ყველა ამ საკითხს“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.