პოლიციამ მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა გუშინ გვიან ღამით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარი მამა ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც ქუთაისის რეგიონალური მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.