რამდენმა ადამიანმა გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დიდ ბრიტანეთში?

ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით,  კოვიდ -19 ვაქცინის პირველი დოზა დიდ ბრიტანეთში 3,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა.

პირველი დოზა 3,559,179 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან მეორე დოზა 447,261-მა ადამიანმა გაიკეთა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, ის ფაქტი, რომ ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა ევროპაში გაერთიანებული სამეფოა, სადაც  88 747 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, კორონავირუსით დაინფიცირებულების რიცხვი კი 3.36 მილიონს აჭარბებს.