შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, დაანონსებულია, რომ 1 თებერვლიდან დიდ ქალაქებში ბაზრებისა და მოლების ფუნქციონირება განახლდება ტესტირების საფუძველზე.
“1 ეტაპი დაანონსებულია 1 თებერვლიდან, რომ მოხდება ბაზრებისა და მოლების ფუნქციონირების განახლება. ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს მსხვილ ქალაქებზე, სადაც წარმოდგენილი არის და გენერირებაც მეტად ხდება ადამიანებისბ. შესაბამისად, მათთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია შესაბამისი ელექტრონული პლატფორმა, სადაც მოახდენენ რეგისტრირებას ბიზნესი. ძალიან მარტივი ბიუროკრატიული პროცესების გარეშე და აი ამ რეგისტრაციის საშუალებით, რომელიც მიმდინარე კვირაში იქნება ცხადი და დეტალი თითოეული მათგანის მიმართ, მოხდება ტესტირების განხორციელება და ეს ტესტირების შემდგომი პროცესი იქნება უკვე 1 თებერვლიდან საქმიანობის განახლება. ეტაპობრივად, იგივე მექანიზმებით განხორციელდება ეკონომიკის გახსნის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებები”, — განაცხადა ფერაძემ.