რა სერვისებს განაახლებს მომსახურების სააგენტო 1-ლი თებერვლიდან ?

მომსახურების სააგენტო 1-ლი თებერვლიდან, სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს.

ორშაბათიდან ფუნქციონირებას განაგრძობს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, განბაჟებასთან, რეექსპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები.

ასევე, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაცია იმ პირებისთვის, ვისაც შესაბამისი ნებართვის გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვს, ან არ საჭიროებს გამოცდის ჩაბარებას.

ამასთან, მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც თეორიული გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვს. თუმცა, კვლავ შეზღუდული იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა.