რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა მოიხსნა

საკოორდინაციო საბჭომ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების ნაწილის მოხსნა გადაწყვიტა. შეზღუდვების ნაწილი სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა დროს და განსხვავებული პირობებით იხსნება. კერძოდ, ქალაქების ნაწილში პირველი თებერვლიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, ნაწილში კი პირველი მარტიდან.

ნახეთ რა შეზღუდვა იხსნება და რა რჩება ძალაში:

  • პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება სკოლების, მუნიციპალური ტრანსპორტის, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშობა. ამ ქალაქებში შაბათ-კვირას, მთელი თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქიცონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურად;
  • თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალუტი ტრანსპორტის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან;
  • ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრები გაიხსნება 15 თებერვლიდან;
  • აჭარაში პირველი თებერვლიდან დაგეგმილია კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა. აკრძალული რჩება ქორწილები და სხვა დიდი სარიტუალო ღონისძიებები;
  • სხვა რეგიონებში კვების ობიექტები მუშაობას გააგრძელებენ გატანის სერვისზე;
  • საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფსასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია პირველი მარტიდან;
  • პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე;
  • 1-ელი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება;
  • ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
  • შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება;
  • ძალაში რჩება პირბადის ტარების წესი

ცქიტიშვილის განცხადებით, შემსუბუქების პარალელურად მნიშვნელოვანია ვირუსის ინტენსიური გავრცელების პრევენცია მოხდეს, ამიტომ თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლები დაადგინეს.

  • ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი 30-ზე მეტი თანაშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან 2 კვირაში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომლთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. კვების ობიექტებისთვის ეს პირობა არის 2 კვირაში ერთხელ არანაკლებ 50%-ის ტესტირება;
  • სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლების ტესტირებას 2 კვირაში ერთხელ.
  • ბიზნესის წარმომადგენლები უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალურ პორტალზე და ინტენსირუი ტესტირების პროგრამის ფარგლებში, პირველ მარტამდე უფასოდ გატესტონ თანამშრომლები.